„ევერტონის“ ფორვარდი რიშარლისონი, შესაძლოა, „ტოტენჰემში“ გადავიდეს.
ლონდონურმა კლუბს ჯერ არ გაუკეთებია განაცხადი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე. „ტოტენჰემი“ მზად არის შეიძინოს ბრაზილიელი მხოლოდ „სწორ ფასად“.
„ევერტონს“ სურს ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი მიიღოს, მაგრამ ასეთ პირობებში მყიდველის პოვნის ალბათობა ძალიან მცირეა.
გასულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.