„ტორპედოში“ სავარაუდოდ სენეგალელი ფეხბურთელი არფანგ დაფე ითამაშებს
„ტორპედოში“ სავარაუდოდ სენეგალელი ფეხბურთელი არფანგ დაფე ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე ქუთაისის “ტორპედო” ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებს.

ამის თაობაზე პირველმა არხმა კიდევ ერთი სიახლე შეიტყო. საქართველოს ჩემპიონის ფორმას, დიდი ალბათობით, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი სენეგალელი ფეხბურთელი არფანგ დაფე მოირგებს.

სენეგალელი ნახევარმცველი 2017 წელს ფოთის “კოლხეთში” თამაშობდა, მაგრამ ზაფხულში ირანულ გუნდში ისე წავიდა, რომ კოლხები არ გაუფრთხილებია.

დაფეს “კოლხეთთან” კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებდა და ფოთელთა ხელმძღვანელობამ ირანულ კლუბს კონრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის, კომპენსაციის სახით, 50 ათას დოლარი მოსთხოვა, სხვაგვარად, საქმის ფიფამდე მიტანით იმუქრებოდნენ.

საბოლოოდ, ეს საკითხი მოგვარდა, მაგრამ როგორ – უცნობია.