„ტორპედოს“ მცველი - ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაგვიდგნენ
გიორგი ქიმაძე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების „ვიკინგურთან“ შეხვედრაში მოგების მოლოდინშია. ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხვალინდელ შეხვედრაზე ილაპარაკა და ქუთაისელთა შანსები შეაფასა.
„მატჩის წინ გუნდში მშვენიერი განწყობაა. ვფიქრობ, ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და ფარერის კუნძულებზე სასურველი ანგარიშით ჩავიდეთ. წარმატებისთვის გულშემატკივრის როლიც მნიშვნელოვანი იქნება – ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენი კი გპირდებით, რომ სასურველი ანგარიშის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ“, – ამბობს გიორგი ქიმაძე.