„ტორპედოს“ მცველი – ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაგვიდგნენ

22:11, 25.07.2018

გიორგი ქიმაძე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების „ვიკინგურთან“ შეხვედრაში მოგების მოლოდინშია. ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხვალინდელ შეხვედრაზე ილაპარაკა და ქუთაისელთა შანსები შეაფასა.

„მატჩის წინ გუნდში მშვენიერი განწყობაა. ვფიქრობ, ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და ფარერის კუნძულებ​ზე სასურველი ანგარიშით ჩავიდეთ. წარმატებისთვის გულშემატკივრის როლიც მნიშვნელოვანი იქნება – ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენი კი გპირდებით, რომ სასურველი ანგარიშის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ“, – ამბობს გიორგი ქიმაძე.

მსგავსი