საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” თურქეთში შეკრებას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ჩემპიონი უკრაინის პრემიერლიგის “ოლექსანდრიას” დაუპირისპირდა.
„სუსესის“ სპორტკომპლექსში გამართული ამ შეხვედრის პირველი ტაიმი ქუთაისელებმა უკეთ ჩაატარეს და 44-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს: მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით გრიგოლ დოლიძემ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა – 1:0.
მეორე ნახევარში „ოლექსანდრიელები“ მწვავედ უტევდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მატჩის მიწურულს კი მერაბ მეგრელაძეს სხვაობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა, „ტორპედომ“ კი 1:0 მოიგო.
„ტორპედო“ – „ოლექსანდრია“ 1:0
გოლი: 1:0 დოლიძე (44)
„ტორპედო“: ქვილითაია, გრიგალაშვილი, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური, ხურცილავა, დოლიძე, სარდალიშვილი, კუტალია, ბოხაშვილი
შეცვლაზე: ფუცხვანიძე, ტაბატაძე, მეგრელაძე, კაპანაძე.