„ტორპედომ“ უკრაინული გუნდი დაამარცხა

00:20, 11.02.2018

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” თურქეთში შეკრებას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ჩემპიონი უკრაინის პრემიერლიგის “ოლექსანდრიას” დაუპირისპირდა.

სუსესის“ სპორტკომპლექსში გამართული ამ შეხვედრის პირველი ტაიმი ქუთაისელებმა უკეთ ჩაატარეს და 44-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს: მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით გრიგოლ დოლიძემ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა – 1:0.

მეორე ნახევარში „ოლექსანდრიელები“ მწვავედ უტევდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მატჩის მიწურულს კი მერაბ მეგრელაძეს სხვაობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა, „ტორპედომ“ კი 1:0 მოიგო.

„ტორპედო“ – „ოლექსანდრია“ 1:0
გოლი: 1:0 დოლიძე (44)

„ტორპედო“: ქვილითაია, გრიგალაშვილი, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური, ხურცილავა, დოლიძე, სარდალიშვილი, კუტალია, ბოხაშვილი

შეცვლაზე: ფუცხვანიძე, ტაბატაძე, მეგრელაძე, კაპანაძე.

მსგავსი