ესპანეთში შეკრებაზე მყოფი ქუთაისის „ტორპედო“ ამხანაგურ შეხვედრაში „ჰერკულესს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ქუთაისელებმა თამაშის კარგად დაიწყეს და ანგარიში პირველი ტაიმის დასაწყისშივე გახსნეს. მე-11 წუთზე გიორგი არაბიძე მარჯვენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეიწია და ძლიერი დარტყმით „ჰერკულესის“ კარი აიღო.
„ჰერკულესი“ შესვენების შემდეგ უპირატესობას ფლობდა, „ტორპედოს“ კი შეტევების განვითარება უჭირდა. თუმცა, უპირატესობა შეინარჩუნა და გაიმარჯვა.
„ჰერკულესი“ – „ტორპედო“ 0:1
გოლი: 0:1 არაბიძე (11)
„ტორპედო“ (სასტარტო შემადგენლობა): გოშაძე, ტყეშელაშვილი, ნადარაია, დვალიშვილი, ელბაქიძე, აკბარი, მანჯგალაძე, ნინკოვიჩი, პირესი, არაბიძე, იმედაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მეფარიშვილი, სანდოხაძე, მონტეირო, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, გიგაური, ჟორჟინიო, ელიტონ ჟუნიორი, იონსენი.