„ტორპედომ“ „ჰერკულესი“ არაბიძის გოლით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთში შეკრებაზე მყოფი ქუთაისის „ტორპედო“ ამხანაგურ შეხვედრაში „ჰერკულესს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ქუთაისელებმა თამაშის კარგად დაიწყეს და ანგარიში პირველი ტაიმის დასაწყისშივე გახსნეს. მე-11 წუთზე გიორგი არაბიძე მარჯვენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეიწია და ძლიერი დარტყმით „ჰერკულესის“ კარი აიღო.

„ჰერკულესი“ შესვენების შემდეგ უპირატესობას ფლობდა, „ტორპედოს“ კი შეტევების განვითარება უჭირდა. თუმცა, უპირატესობა შეინარჩუნა და გაიმარჯვა.

 


„ჰერკულესი“ – „ტორპედო“ 0:1


გოლი: 0:1 არაბიძე (11)

„ტორპედო“ (სასტარტო შემადგენლობა): გოშაძე, ტყეშელაშვილი, ნადარაია, დვალიშვილი, ელბაქიძე, აკბარი, მანჯგალაძე, ნინკოვიჩი, პირესი, არაბიძე, იმედაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მეფარიშვილი, სანდოხაძე, მონტეირო, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, გიგაური, ჟორჟინიო, ელიტონ ჟუნიორი, იონსენი.