„ტორპედომ“ „გაგრას“ პლეი ოფის პირველი მატჩი მოუგო
„ტორპედომ“ „გაგრას“ პლეი ოფის პირველი მატჩი მოუგო

ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი მოიგო და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ტორპედომ“ თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართული მატჩი კარგად დაიწყო და 24-ე წუთზე ანგარიში გიორგი ივანიშვილის გოლით გახსნა. „გაგრა“ მეორე ნახევარში მდგომარეობის გამოსოწრებას შეეცადა, მაგრამ მეორე გოლი მიიღო – 81-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ცოტნე ნადარაიამ ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:2 „ტორპედოს“ სასარგებლოდ.

ორრაუნდიან დაპირისპირებაში ორბურთიანი უპირატესობა „ტორპედოს“ შანსებს საგრძნობლად ზრდის, მით უფრო, რომ განმეორებით შეხვედრას ქუთაისელები „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებენ.

 

დღესვე პლეი ოფის მეორე მატჩიც გაიმართება – ეროვნული ლიგა 2-ის მეორეადგილოსანი წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგის მეცხრეადგილოსან საჩხერის „ჩიხურას“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე 17:30 საათზე დაუპირისპირდება.