ტორონტოში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა, შეჩერებულია აეროპორტის, მეტროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა
ტორონტოში წყალდიდობის შედეგად ქუჩები და მეტროს სადგურები დაიტბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კანადაში, ტორონტოში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდა, 123 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ასევე, ტორონტოს ცენტრში, კუნძულზე მდებარე ბილი ბიშოპის აეროპორტში გადაიდო ან გაუქმდა ზოგიერთი რეისი, შეფერხებით მოძრაობს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.