ტორონტოს ლესტერ ბოლზ პირსონის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, – იუწყება CTV.
მედიის ცნობით, კომპანია Sunwing jet-ის თვითმფრინავის კუდი WestJet-ის თვითმფრინავის ფრთას გამოედო, რის გამოც, ცეცხლი გაჩნდა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ყველა მგზავრი ევაკუირებულია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.