ტორონტოს აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

05:10, 06.01.2018

ტორონტოს ლესტერ ბოლზ პირსონის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, – იუწყება CTV.

მედიის ცნობით, კომპანია Sunwing jet-ის თვითმფრინავის კუდი WestJet-ის თვითმფრინავის ფრთას გამოედო, რის გამოც, ცეცხლი გაჩნდა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ყველა მგზავრი ევაკუირებულია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

https://twitter.com/TomPodolec/status/949429223642554371

 

მსგავსი