2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა, თორნიკე ყიფიანმა „აჰოი არენას“ სცენაზე მეორე რეპეტიცია გაიარა.
„აჰოი არენაზე“ ჩატარებული მეორე რეპეტიციის შემდეგ, თორნიკე ყიფიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 20 მაისს, მე-10 ნომრად იმღერებს.
მეორე ნახევარფინალში 17 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 22 მაისს იმღერებს.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსს როტერდამი მასპინძლობს. კონკურსში წელს 39 ქვეყანა მონაწილეობს.
შოუს პირდაპირი ტრანსლაცია 18, 20 და 22 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება.