თორნიკე ყიფიანმა ევროვიზიის სცენაზე მეორე რეპეტიცია გაიარა

14:03, 14.05.2021

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა, თორნიკე ყიფიანმა „აჰოი არენას“ სცენაზე მეორე რეპეტიცია გაიარა.

„აჰოი არენაზე“ ჩატარებული მეორე რეპეტიციის შემდეგ, თორნიკე ყიფიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

https://www.youtube.com/watch?v=v5onk9a4wPA

თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 20 მაისს, მე-10 ნომრად იმღერებს.

მეორე ნახევარფინალში 17 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 22 მაისს იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსს როტერდამი მასპინძლობს. კონკურსში წელს 39 ქვეყანა მონაწილეობს.

შოუს პირდაპირი ტრანსლაცია 18, 20 და 22 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება.

მსგავსი