თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ დაამარცხა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ დაამარცხა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7-ე ტურის შეხვედრებიდან, ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს, მალაგას უნიკახას“ და ვიტორიის „ბასკონიას“ დაპირისპირება იწვევდა. მალაგის დარბაზში, ქართული დუელი შედგა. გიორგი შერმადინი, თონრნიკე შენგელიას წინააღმდეგ. ორივე ქართველმა კალათბურთელმა, თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და ორივემ საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა. „უნიკახას“ ქართველმა ცენტრმა, ორმაგი დუბლი შეასრულა. შერმადინის მონაგარმა: 10 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გიორგი, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, თავის კლუბში საუკეთესო გახლდათ. სტუმართა ქართველმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 15 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა აქტივში. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დრამატული ფინიში ჰქონდა. სტუმრებს გამარჯვება, თამაშის დასრულებამდ 8 წამით ადრე, იოჰანეს ვოიტმანმა მოუტანა. საპასუხო შეტევაში, ნემანია ნედოვიჩმა სამქულიანი ტყორცნა გააფუჭა და ბასკური კლუბის გამარჯვება დაფიქსირდა ანგარიშით 73-72. „ბასკონია“ შვიდი ტურის შემდეგ, „ლიგა ენდეზაში“ მე-13- ადგილზე გადავიდა. „უნიკახა“ კი მე-7-ე პოზიციას იკავებს.