თორნიკე შენგელიას 18 ქულა და „ბასკონიას“ ზედიზედ მესამე გამარჯვება „ლიგა ენდეზაში“
ბოლო პერიოდში წარმატებულ თამაშს განაგრძობს „ბასკონია“. პედრო მარტინესის გუნდმა, „ევროლიგის“ მსგავსად, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატშიც ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ბასკურმა კლუბმა სტუმრად “ სან პაბლო ბურგოსი“ დიდი სხვაობით, 100-76 დაამარცხა.
„ბასკონაიას“ ქართველმა კაპიტანმა 25 წუთში 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შენგელია, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, კვლავ საუკეთესო გახლდათ. ამ გამარჯვების შემდეგ, „ბასკონიამ“ სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში მარტინესის გუნდი საკუთარ მოედანზე „ობრადოიროს“ უმასპინძლებს.