იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელები „პესაროს“ ესტუმრნენ და 96:77 დაამარცხეს.
ანგარიშიდან რთული მისახვედრია, თუმცა „პესარო“ იტალიაში კარგ გუნდად ითვლება. ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოგებული ჰქონდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთი ითამაშა. ამ დროში მისი მონაგარი ასეთი იყო: 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება.
„ვირტუსს“ 23 მოგება, 3 წაგება აქვს და იტალიის ჩემპიონატში ოირველ ადგილზეა.