თორნიკე შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება პესაროში #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება პესაროში #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელები „პესაროს“ ესტუმრნენ და 96:77 დაამარცხეს.

ანგარიშიდან რთული მისახვედრია, თუმცა „პესარო“ იტალიაში კარგ გუნდად ითვლება. ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოგებული ჰქონდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთი ითამაშა. ამ დროში მისი მონაგარი ასეთი იყო: 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება.

„ვირტუსს“ 23 მოგება, 3 წაგება აქვს და იტალიის ჩემპიონატში ოირველ ადგილზეა.