თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლეს საბჭოში დღეს მასკარადის მოწყობას ცდილობდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლეს საბჭოში დღეს მასკარადის მოწყობას ცდილობდა.
მისი განცხადებით, დესტრუქციული ქმედება ხელს ვერ შეუშლის, კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს და უმაღლესი საბჭოსა და მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგეს.
„როგორც იცით, უკვე მეორეჯერ მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარვსდექით. ვფიქრობ, რომ ეს ეხებოდა ყველა მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან ბრძოლას და ასევე, სექტორალურად, დარგების მიხედვით გაწეულ საქმიანობას. ყველა შედეგი წარმოდგენილი იყო.
ასევე, დეპუტატების მხრიდან კითხვებიც დაისვა და ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხებთ. ამავე დროს, მინდა, ვთქვა, დასაწყისშივე თქვენ ნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ გადავიდა კონსტიტუციური ვალდებულების საბოტაჟზე – მათ გარკვეული მასკარადიც ვერ მოაწყვეს, პოლიტიკური შოუ დადგეს, შემდგეგ უკვე მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანათ, თუმცა ჩვენ ჩვენს ვალდებულებას შევასრულებთ. ხალხი და აჭარის მოსახლეობა მათ საქციელს უპასუხებს”,- განაცხადა რიჟვაძემ
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ანგარიშით გამოსვლისას ხმაური იყო.