აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის ანგარიშით გამოსვლისას ხმაური იყო, რის გამოც, შესვენება გამოცხადდა
აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის ანგარიშით გამოსვლისას ხმაური იყო, რის გამოც, შესვენება გამოცხადდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. დეპუტატებს იგი აჭარის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

მოსმენა ხმაურით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს სიტყვა გააწყვეტინა და დარბაზში მოქალაქეების შემოყვანა მოითხოვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მას განუმარტა, რომ დარბაზი სავსე იყო და მოქალაქეების დასწრება შეუძლებელი იქნებოდა. ამას ბაგრატიონის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ბაგრატიონს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ორჯერ გაფრთხილება მისცა, შემდეგ დააჯარიმა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა, თუმცა ბაგრატიონმა დარბაზი არ დატოვა.

უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაძაბული სიტუაციის გამო შესვენება გამოცხადდა.

თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით მეორედ გამოდის. მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიშს აჭარის ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს.