თორნიკე რიჟვაძემ ესტონური საზღვაო კომპანიის წარმომადგენლებს რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გააცნო
ესტონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო კომპანია „ტალინკი“ ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო არეალის გაფართოებას გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენლებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა, რომელმაც სტუმრებს რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გააცნო. შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი, საზღვაო აკადემიის რექტორი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პაავო ნოგენე, დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდი ესწრებოდნენ.
ამასთან, „ტალინკ ჯგუფი“(AS Tallink Grupp) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სტუდენტთა პრაქტიკის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად უკვე თანამშრომლობენ.
„ტალინკ ჯგუფი“ (AS Tallink Grupp) ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანიაა ბალტიის ზღვის რეგიონში, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებია.