თორნიკე რიჟვაძემ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა
თორნიკე რიჟვაძემ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე და ამ ფონზე შექმნილი გამოწვევების, მათი დაძლევის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა და ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ექსპერტების წინადადებები მოისმინა.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ექსპერტთა ჯგუფთან, რომელიც სავაჭრო პალატასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ სამუშაოს ეწევა. ეს არის კარგი პლატფორმა, განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული, ასევე ეროვნული ეკონომიკისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, განსაკუთრებით, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე, რომლებიც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტების ჩართულობით ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით პოლიტიკის დაგეგმვას და მის განხორციელებას“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.