თორნიკე რიჟვაძე - ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმას აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად წარმოადგენს
აჭარის მთავრობა ტურიზმის სტიმულირების გეგმას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნათელია, რომ პანდემია ტურისტულ და სხვა სექტორებს მძიმე შედეგებს მოუტანს.
„ჩვენ ნათლად ვგრძნობთ და ვხედავთ იმ საკმაოდ მძიმე შედეგებს, რომელიც ექნება აღნიშნულ კრიზისსა და ინფექციას როგორც ტურისტულ, ასევე სხვა სექტორთან მიმართებაშიც. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. გარდა უკვე წარდგენილი შეღავათებისა და ანტიკრიზისული გეგმისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ტურიზმის სექტორთან მიმართებაში არსებული შეღავათები არ არის საკმარისი. ამიტომ აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად წარმოადგენს დამატებით ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმას, რომელიც მოემსახურება ამ სექტორის მდგრადობის შენარჩუნებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.