თორნიკე რიჟვაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წმინდა სამართლებრივი, ფორმალურია და არაფერი აქვს საერთო ფართო პოლიტიკასთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წმინდა სამართლებრივი, ფორმალური პროცესია და არაფერი აქვს საერთო ფართო პოლიტიკასთან.
„ამ შემთხვევაში, უნდა დაველოდოთ შედეგებს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქმე გვაქვს კონსტიტუციასთან შეუთავსებელ საქმიანობასთან“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს წარედგინება.