თორნიკე რიჟვაძე - ინფექციონისტების მოსაზრებით, ზღვის წყალი არ არის ვირუსის გადამტანი, სანაპიროებზე სოციალური დისტანცირების საკითხს კი დავაკვირდებით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ სანაპიროებზე სოციალური დისტანცირების საკითხზე ზედამხეველობა მოხდება.
ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა, როგორ მოხერხდება სანაპიროებზე სოციალური დისტანციის დაცვა და როგორ გეგმავენ პროცესის მართვას.
„ინფექციონისტების პროფესიული მოსაზრების მიხედვით, ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება ზოგადად დისტანცირებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან ამის დაცვას და რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ნაწილში, რბილი ზედამხედველობის ნაწილში ამას დავაკვირდებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.