თორნიკე რიჟვაძე - გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
მან არჩევანი ბათუმის 16 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„გავაკეთე პრინციპული არჩევანი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ამომრჩეველს მოვუწოდებ აქტიურობისკენ, რადგან დღეს ყველას ვალია, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა. დაფიქსირებით ჩვენი ხვალინდელი დღე განისაზღვრება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.