ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული თორნიკე კაჭარავა თბილისს მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, კაჭარავას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. ხვალვე გაიმართება სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
დღეს დაკავებულს ადვოკატი მოინახულებს.
თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თორნიკე კაჭარავა დააკავეს. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
კაჭარავა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.