ტოომას ჰენდრიკ ილვესი - ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, რამდენიმე დიდი ქალაქი დაკარგოს
ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის ომსკი, ტომსკი და პეტერბურგი დაკარგოს. ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა. კითხვაზე პასუხად, არსებობს თუ არა ესტონეთისთვის რუსული საფრთხე, ილვესმა თქვა, რომ „სამხედრო თვალსაზრისით“ მსგავსი საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს.
„საფრთხე არ არსებობს, რადგან ეს არის ნატოში ესტონეთის წევრობის უპირატესობა. მე-5 მუხლი გვიცავს. რუსეთს შეუძლია თავს დაესხას ესტონეთს, თუმცა ამის შემდეგ მოკლე დროში შესაძლოა, დაკარგოს ომსკი და ტომსკი, აღარაფერს ვამბობ პეტერბურგზე“, – განაცხადა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ილვესმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია ესტონეთის დისკრედიტაციაში გამოიხატება, რაც 27 წელია გრძელდება.