ტონი ტომასი - სირიაში აშშ-ის ავიაციის წინააღმდეგ აგრესიული რადიოელექტრონული ომი მიმდინარეობს
ტონი ტომასი - სირიაში აშშ-ის ავიაციის წინააღმდეგ აგრესიული რადიოელექტრონული ომი მიმდინარეობს

სირიაში აშშ-ის ავიაციის წინააღმდეგ აგრესიული რადიოელექტრონული ომი მიმდინარეობს – ამის შესახებ აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენენტმა ტონი ტომასმა განაცხადა.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, მოწინააღმდეგე ყოველდღიურად „ამოწმებს“ აშშ-ის არმიას, ბლოკავს საკომუნიკაციო ხაზებს და AS-130-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მწყობრიდან გამოყვანას ცდილობს.

ტონი ტომასს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა მოწინააღმდეგეში. აშშ-ის ადმინისიტრაციაზე დაყრდნობით, ტელეკომპანია NBC ინფორმაციას ავრცელებს, რომ აშშ-ის უპილოტო საფრენ აპარატების მართვას სირიაში დაბრკოლებას რუსი სამხედროები უქმნიან.