ტომას კიმესვენგერი - ევროპული კომპანიები წესებს იცავენ და გამონაკლისებს არ იღებენ, თუ საქართველო არ მოეწონებათ, ფულს სხვაგან ჩადებენ
საქართველოში ისეთი ბიზნესკლიმატი უნდა შეიქმნას, სადაც ევროპული კომპანიები ინვესტიციებს ჩადებენ. ანაკლიის პრობლემებისა და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხების განხილვა ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას ხელს არ უწყობს, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორმა, ტომას კიმესვენგერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განცხადა.
გადაცემაში საქართველოს ბიზნესკლიმატი და უცხოელი ინვესტორების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად სწრაფდ იღებენ უცხოელი ინვესტორები მთავრობისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კიმესვენგერის აზრით, ბიზნესკლიმატი ზოგადად კეთილგანწყობილია, მაგრამ გარკვეული რეგულაციები, როგორიცაა მიწის მფლობელობასთან დაკავშირებული საკითხები თუ ანტიდემპინგური კანონპროექტის ირგვლივ არსებული გამოწვევები, ინვესტიციებს აფერხებს.
„უცხოელი ინვესტორები შემოდიან ქვეყანაში. მაგალითად „ჰაიდლებერგ ცემენტმა“ ახალი ქარხანა გახსნა, სადაც 100 მილიონის ინვესტიცია განახორციელა კასპში. ჩვენ უნდა უზურნველვყოთ, რომ კომპანიებმა აწარმოონ პროდუქცია და ეკონომიკა აყვავდეს, თუ ასე არ ხდება, კომპანია გადავა სხვა ქვეყანაში. „ჰაიდლებერგ ცემენეტმა“ განაცხადა, რომ თუ ანტიდემინგურ კანონთან და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები არ მოგვარდება დაკეტავს საწარამოს და ხალხი დარჩება უმუშევარი.
ბიზნესლიმატი ძალიან მნიშვნელოვანია, კეთლგანწყობილია, მაგრამ ზოგადად ანაკლიის პრობლემები და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხები მაინაცდამაინც არ უწყობს ხელს ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ასევე მაგალითად, მიწის მესაკუთრეობა. ასობით მილიონი დოლარით შემოდიან ინვესტორები, ყველამ იცის, რომ კენკროვანი კულტურების მოსაყვანად კარგი კლიმატია ამ ქვეყანაში, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ, რადგან მიწას ვერ ფლობენ“, – განაცხადა კიმესვენგერმა.
როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორმა, განაცხადა, უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ევროპულმა და სხვა კომპანიებმაც ინვესტიციები ჩადონ.
„ევროპული კომპანიები წესებს იცავენ და გამონაკლისებს არ იღებენ. თუ საქართველო არ მოეწონებათ, ფულს ჩადებენ მაგალითად უკრაინაში. ჩვენ კი, გვჭირდება საქართველო იყოს აყვავებული ქვეყანა“, – განაცხადა ტომას კიმესვენგერმა.