კარნეგის ფონდის ანალიტიკოსის, თომას დე ვაალის შეფასებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიდგომა სწორია.
ამის შესახებ ანალიტიკოსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ყოჩაღ, საქართველო სწორი მიდგომისთვის. ალბათ, ეს განპირობებულია სამედიცინო მუშაკების შესანიშნავი გუნდითა და სიმტკიცის კარგი ჩვევით, როდესაც ასეთ რთულ დროს დასავლეთს ეს ჩვევები, ეს უნარები დავიწყებული აქვს“, – წერს თომას დე ვაალი.