ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან
ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი და მის მეუღლე რიტა უილსონი, რომლებსაც გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდათ, ავსტრალიის საავადმყოფოდან გაწერეს. ამჟამდ წყვილი ქუინსლენდში, მათ მიერ ნაქირავებ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
63 წლის ტომ ჰენკსი ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა. კორონავირუსის გამო ფილმის გადაღება გაურკვეველი დროით შეწყდა.
კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ ტომ ჰენკსმა გასულ კვირას „ინსტაგრამში“ დაწერა. მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავსტრალიელებს ყურადღებისა და მზრუნველობისთვის მადლობას უხდიდა.
ოსკაროსანი ტომ ჰენკსი ერთადერთი მსახიობი არ არის, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ვირუსი ბრიტანელ მსახიობს, იდრის ელბასაც დაუდასტურდა.
„მე თავს კარგად ვგრძნობ. ამ დროისთვის არ მაქვს სიმპტომები. პანიკის გარეშე“, – აღნიშნა ელბამ „ტვიტერში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
როგორც ბრიტანელმა მსახიობმა ანიშნა, კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მას ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა.
„ჩვენ გაყოფილ მსოფლიოში ვცხოვობთ, ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამას… ახლა სოლიდარობის დროა“, – აღნიშნა იდრის ელბამ.