ტოკიოში უკვე მეორე დღეა „კოვიდ-19“-ის 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
იაპონიის დედაქალაქში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 463 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სი ენ ენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევების უმეტესობა 20-დან 30-წლამდე ადამიანებში ფიქსირდება.
საერთო ჯამში, ივლისის თვეში ტოკიოში „კოვიდ -19“-ის 6 466 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ექვსჯერ მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.