იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში „კოვიდ-19“-ის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკვე მეექვსე დღეა, ტოკიოში ყოველდღიურად კორონავირუსის 200-ზე შემთხვევა ფიქსირდება.
საერთო ჯამში, იაპონიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 30 017 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 997 ადამიანი.