ტოკიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გავრცელების კუთხით, დღეს ტოკიოში პირველი აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ტოკიოში „კოვიდ 19“-ის 3900 შემთხვევაა დაფიქსირებული. მთელ ქვეყანაში კი ინფიცირებულია 13 231 ადამიანი, დაღუპულია 360 პაციენტი.