ტოივო კლაარი - ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრები გაიმართა.
ამის შესახებ ის „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„დასრულდა ორდღიანი შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად. გაიმართა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით“, – წერს ტოივო კლაარი.