ტოივო კლაარი – ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრები გაიმართა.
ამის შესახებ ის „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„დასრულდა ორდღიანი შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად. გაიმართა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით“, – წერს ტოივო კლაარი.
Two days of meetings in Tbilisi and Tskhinvali together with my #OSCE and #UN co-chairs are at an end. Important discussions regarding security on South Ossetian ABL and the continued closure of crossing points. Now off to #Azerbaijan.
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) February 12, 2020