ტოჩინოშინმა სტარტი გამარჯვებით აიღო
ტოჩინოშინმა სტარტი გამარჯვებით აიღო

„ნაცუ ბაშოზე“ ტოჩინოშინის პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა შოჰოზანი იყო. ორთაბრძოლა ქართველმა სუმოისტმა დამაჯერებლად მოიგო.

ტოჩინოშინი ამჟამად სეკივაკეს წოდებისაა, რომელიც სუმოს იერარქიაში იოკუძუნასა და ოძეკის შემდეგ მე-3 საფეხურია. გორგაძემ „ჰარუ ბაშო“ 10 მოგებითა და 5 წაგებით დაასრულა და თუკი „ნაცუ ბაშოზეც“ ამ მაჩვენებელს დააფიქსირებს შანსი აქვს ოძეკის წოდება მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი გამარჯვებას 11-ჯერ იზეიმებს, იგიბანძუკეში ერთი საფეხურით დაწინაურდება.

ტოჩინოშინისა და აბის დაპირისპირება შეიძლება ხვალ აბის ტრავმის გამო არც შედგეს. აბი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მაკუუჩის დივიზიონში ჩატარებული 30 შეხვედრიდან მხოლოდ 10-ში დამარცხდა.

თუკი ხვალ პაექრობა შედგა ეს ტოჩინოშინისა და აბის პირველი შეხვედრა იქნება.