წლის მეორე სუპერტურნირის ჰარუ ბაშოს მეორე დღეს, ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.
ქართველმა გოლიათმა შეხვედრა მძლავრი ტაჩიაით დაიწყო და უპირატესობა მოიპოვა. ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, თუმცა ნიშიკიგიმ თავის შემაგრება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოახერხა. საბოლოო ჯამში, ლევანმა მეტოქე მაინც დაამარცხა და მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა – 2:2.
შეგახსენებთ, რომ ლევანს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად, აუცილებლად დადებითი ბალანსი, ანუ კაჩი-კოში (მინიმუმ რვა გამარჯვება) სჭირდება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც ოთხიდან ოთხი მარცხი აქვს.