ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუმ ბაშოს მეორე ბრძოლაც მოიგო.
ამჯერად ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა დაიეიშო იყო, რომელთანაც ჩვენებურს ხუთი გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა.
ამ მოგებით ტოჩინოშინის ბალანსი 2/0 გახდა. ქართველი ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობს.