ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე მესამე ბრძოლა დათმო.
ამჯერად ტოჩინოშინის მეტოქე მეშვიდე მეაგაშირა მეისეი იყო. დოჰიოდან მეტოქეები თითქმის ერთდროულად გადავიდნენ, თუმცა პირველმა ეს ლევანმა გააკეთა და ახლა ქართველის ბალანსი 9/3 გახდა.
ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, დარჩენილი სამი ბრძოლიდან ტოჩინოშინს მინიმუმ ერთის მოგება მართებს.