ტოჩინოშინმა მეოთხეც მოიგო (ვიდეო) | ნაგოია ბაშო

ნაგოია ბაშოს მე-4 დღეს ლევან გორგაძე აბის დაუპირისპირდა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

მე-3 მაეგარშირას ქართველი ოძეკი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედროდა და ის მატჩი მოგებული ჰქონდა.

ბრძოლის დაწყებისთანავე ლევანი მავაშიში ხელის ჩავლებას ცდილობდა, აბი კარგად იცავდა თავს, თუმცა მალე კიდესთან აღმოჩნდა და ტოჩინოშინმა დოჰიოდან ოშიდაშით გააძევა.

გორგაძე ნაგოია ბაშოს ოთხი დღის შემდეგ დაუმარცხებლად ასპარეზობას განაგრძობს. მის მსგავსად დაუმარცხებელია სეკივაკე მიტაკეუმი. რაც შეეხება ტურნირზე დარჩენილ ერთადერთ იოკოძუნას – კაკურიუს, მან დღეს ორთაბრძოლა დათმო და ბალანსი 3-1-ზე აქვს.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე ბაშოს მუხლის ტრავმის გამო გამოეთიშა იოკოძუნა ჰაკუჰო.

ხვალ ტოჩინოშინი შოდაის უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა მისი მეტოქე შეიცვალა და კოტოშოგიკუს შეხვდება.