კიუშიუს ბაშოზე ტოჩინოშინმა მეოთხე ბრძოლა გამართა და გამარჯვება მეორედ იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და დასაბრუნებლად 15 ბრძოლიდან 10 უნდა მოიგოს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელსაც ქართველის მსგავსად ოთხ შეხვედრაში ორი მოგება აქვს.
დღესვე, რანგით მეორე ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მორიგი ორთაბრძოლა გამართა და მესამედ წააგო.
ქართველი სპორტსმენის მეტოქე ვაკამოტოჰარუ იყო, რომელმაც გაგამარუ იორიკირით დაამარცხა.