ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება კიუშუ ბაშოზე (ვიდეო)

მიმდინარე კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – ლევან გორგაძემ ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს.

მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც, ქართველის მსგავსად, მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული.