ლევან გორგაძემ წლის ბოლო სუპერტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო.
კიუშუ ბაშოს მე-3 დღეს ქართველი ოძეკის მეტოქე პირველი მაეგაშირა მიოგირიუ იყო, რომელმაც ტურნირის პირველ დღეს იოკოძუნა კისენოსატოს დამარცხება მოახერხა.
ტოჩინოშინმა მეტოქეს ცუკიოტოშის ილეთით მოუგო და შეჯიბრის მესამე დღეს მისი ბალანსი 2-1 გახდა. კიუშუ ბაშოს სათავეში 3:0 ბალანსით ოთხი სეკიტორი უდგას, მათ კვალში მიყვება ქართველი ოძეკი რომელსაც ბაშოს ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებენ .
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ბრაზილიელი კომოსუბი კაისეი იქნება