ტოჩინოშინი გოეიდოსთან დამარცხდა
ტოჩინოშინი გოეიდოსთან დამარცხდა

წლის მეორე სუპერტურ ჰარუ ბაშოს მე-10 დღეს ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე ოძეკ გოეიდოს დაუპირისპირდა. საგულისხმოა, რომ ჰარუ ბაშო ოსაკაში იმართება და გოეიდო სწორედ ამ ქალაქიდანაა.

ბრძოლა რიკიშებმა თანაბრად დაიწყეს და ორივე მათგანს კარგი პოზიცია ჰქონდა, თუმცა ლევანს ტრავმირებული მარჯვენა ფეხი ჩაეკეცა და დაპირისპირება დათმო. ტოჩინოშინის ბალანსზე ექვსი გამარჯვება და ოთხი მარცხია.

აღსანიშნავია, რომ ლევანი დარჩენილ შეხვედრებს მხოლოდ უმაღლესი იერარქიის მებრძოლებთან ჩაატარებს – 2 იოკოძუნასთან, ოძეკისთან და 2 სეკივაკესთან. ხვალ, ლევანის მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება.


რანგით მეორე ჯურიოს დივიზიონში ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა მოიგო თემურ ჯუღელმა და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) მოსაპოვებლად ორი გამარჯვება სჭირდება.

ჰატუ ბაშოს მე-10 დღეს, გაგამარუს მეტოქე ვეტერანი ამინიშიკი იყო, რომელიც ქართველმა გოლიათმა ჰატაკიკომის ილეთით წააქცია. სხვათა შორის, ამ ილეთით გაგამარუმ უკვე მეოთხე შეხვედრა მოიგო.

თემურ ჯუღელის ბალანსი 6:4-ზეა. ხვალ მისი მეტოქე ჯურიოს მე-12 ნომერი მიტორიუ იქნება, რომელიც ასევე იბრძვის კაჩი-კოჩისთვის და მისი ბალანსი 5:5-ზეა. გაგამარუსა და მიტორიუს შორის ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:2-ია.