ტოჩინოშინი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლევან გორგაძეს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმოამდგენლები დახვდნენ.
ქართველი სუმოისტი სამშობლოში ხუთი დღე დარჩება – ამის შემდეგ იაპონიაში დაბრუნდება, სადაც შემდეგ სავარჯიშო პროცესს განააახლებს და ნაგოიას ბაშოს წინა მოსამზადებელ ეტაპს გაივლის. შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე ოძეკის ტიტული დაიბრუნა.
„ბოლო ტურნირზე ტრავმირებული მუხლი ისევ დამიზიანდა და მაწუხებს. შევეცდები, რომ ნაგოიას ბაშომდე ტრავმა მოვირჩინო და მაქსიმალური შედეგი დავაფიქსირო. მადლობა გულშემატკივარს, რადგან თითოეული თქვენთაგანის თანადგომა უდიდეს სტიმულია და წარმატების მიღწევაში მეხმარება. მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში გვერდში მიდგას“ – ამბობს ლევან გორგაძე.