ტოჩინოშინი სოციალურ ქსელში „ბორჯღალოსნების“ მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს რაგბის ნაკრების მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ წელს, 20 სექტემბერს, იაპონიაში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, რომელშიც ჩვენი „ბორჯღალოსნებიც“ მონაწილეობენ.