ტოჩინოშინი ოკინოუმისთან დამარცხდა
ტოჩინოშინი ოკინოუმისთან დამარცხდა

ჰაცუ ბაშოს მეორე დღეს დამარცხდა ლევან გორგაძე, რომელიც წლის პირველ სუპერტურნირზე მე-4-ე მაეგაშირას სტატუსით გამოდის.

ტოჩინოშინის მეტოქე 35 წლის მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იყო. მძლავრი შეჯახების შემდეგ ოკინოუმიმ კომფორტული პოზიცია მოიპოვა და იორიკირის ილეთით გაიყვანა ქართველი დოჰიოდან. მათ შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა 9:9

ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის ბალანსი 1:1-ზეა. ხვალ მისი მეტოქე უძლიერესი მებრძოლი,​სეკივაკე ტერუნოფუჯი იქნება, რომელიც ბაშოს ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა და ურთიერთშეხვედრებშიც ლევანთან დიდი უპირატესობა აქვს – 10:2.