ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ შოდაისთან შეხვედრისას ლევან გორგაძემ მაჯის ტრავმა მიიღო და იოკოძუნასთან ორთაბრძოლა პრაქტიკულად ცალი ხელით მოუწია.
შეხვედრა დაძაბული გამოვიდა – ტოჩინოშინი მეტოქის დოჰიოსთან გაყვანასთან ახლოს იყო, თუმცა კაკურიუმ თავი კარგად დაიცვა. ლევანს ცალი ხელით მავაშში ჩავლების აღება გაუჭირდა, რითიც იოკოძუნამ კარგად ისარგებლა და ტოჩინოშინი ეფექტური ილეთით დაამარცხა.
გაზაფხულის ბაშოს 14 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 12 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.